პოლიტიკა

ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის ემზადებიან

Nusagi

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სავარაუდოდ თვის ბოლოს გაიმართება. მმართველი პარტია გეგმავს პოლიტიკურ ოპონენტებს საარჩევნო სისტემის ყველაზე ოპტიმალური მოდელი შესთავაზოს, რომლის მიხედვითაც მკვეთრად იკლებს მაჟორიტარული წარმომადგენლობა და იმატებს პროპორციული სიით არჩეული დეპუტატების რიცხვი.

საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ თუ ოპოზიცია წარდგენილ ვარიანტს არ დათანხმდება, ეს იმის დადასტურება იქნება, რომ მათ არ სურთ რეალური ცვლილებები და მიზანი მხოლოდ საზოგადოებაში დაძაბულობის შექმნაა. ამ საკითხზე პოზიცია უკვე დააფიქსირა ოპოზიციამ. ისინი მმართველი გუნდის შეთავაზებულ წინადადებაზე უარს ამბობენ და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ.

„ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ პროპორციულ არჩევნებს ან პროპორციულის ექვივალენტურ საარჩევნო სისტემას. შესაბამისად, ყველა ჩვენი წინადადება ამაზეა მიმართული. ის წინადადებები, რომლებიც ჩვენ გვესმის ხოლმე ხელისუფლებისგან, ამას არ ეხება – საარჩევნო ბარიერი, 100/50-ზე და ა.შ. – პროპორციულობასთან კავშირში არაა“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.

„ოპოზიციის მიმართ გვაქვს წინანადება, რომელიც 100 დეპუტატის პროპორციული სისტემით, 50-ის კი მაჟორიტარული სისტემით არჩევას ითვალისწინებს. ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც შეიძლება მათ შევთავაზოთ. თუ მათ სურთ, რომ არჩევნები მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში ჩატარდეს, ამას უნდა დათანხმდნენ და წინასაარჩევნო კამპანიისთვის მზადება დაიწყო“, – აღნიშნა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას 2020 წლის და მომდევნო წლების საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება შესთავაზა, სადაც მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდება.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,912 ნახვა
%d bloggers like this: