ამერიკელმა შიშველი ხელით მოკლა კოიოტი, რომელიც მის შვილს დაესხა თავს

აშშ-ში, ნიუ-ჰემფშირის შტატში კაცმა შიშველი ხელით მოკლა კოიოტი, რომელიც მის 2 წლის შვილს თავს დაესხა. ამის შესახებ CNN-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, ცხოველი იან ორაილის 2 წლის ვაჟს მიეპარა, ქურთუკში ჩასწვდა და ბავშვის წათრევა სცადა. ორაილის თქმით, ის ბიჭის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც კოიოტმა ორჯერ უკბინა. ამის შემდეგ კაცი ცხოველს ყელში ჩასწვდა და მისი მოკვლა საკუთარი სხეულის წონის გამოყენებით მოახერხა. ორაილი ამბობს, რომ კოიოტი 10 წუთში გაგუდა. მისივე თქმით, აქამდე მას ცხოველებისთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია, ამიტომ თავს უცნაურად გრძნობს.

Facebook Comments

ახალი დადებული