პარლამენტის შესასვლელთან ხმაურია. მოძრაობა “შეცვალეს” წევრები საკანონდებლო ორგანოში შესვლას ითხოვენ.
“შეცვლეს” წევრების თქმით, მათ ვიცე-პრემიერთან, იუსტიციის მინისტრთან კითხვების დასმა სურთ.
“როგორც წესი, როდესაც მოვდივართ და კითხვებიას დასმა გვსურს, გადაკეტავენ კარებს, დააყენებენ სამართალდამცველებს და გვეუბნებიან, რომ გაარკვევენ ჩვენი შეშვების საკითხს. ეს გარკვევის საკითხი როგორც წესი მთელი დღე გრძელდება”, – განაცხადა “ტელეკომპანია “პირველის” ეთერში დიმიტრი ბიძინაშვილმა.
Facebook Comments