სამართალი

პროკურატურამ „ბასიანის“ თანამშრომლებზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალდება დაუზუსტდა და წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

“ჩატარებული არაერთი საგამოძიებო მოქმედების და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბ. ჩ.-ს დაუზუსტდა ბრალდება და მას წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

კლუბ „ბასიანთან“ სროლა 12 იანვარს, გვიან ღამით მოხდა. სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1980 წელს დაბადებული ბიძინა ჩაჩხიანი დააკავა. 14 იანვარს ბიძინა ჩაჩხიანს აღკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ჩაჩხიანის თქმით, ის არსად მიმალვას არ აპირებდა. ჩაჩხიანი ამბობს, რომ ის სანადიროდ წასვლას აპირებდა და სწორედ ამ მიზნით ჰქონდა თან იარაღი და ვაზნები. წინასასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში 5 მარტს გაიმართება.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni