კრიმინალი

რუსთავში სავარაუდოდ წყლის გამაცხელებლის გამო მამა-შვილი დაიღუპა

Nusagi

სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების გამო რუსთავში მამა-შვილი დაიღუპა. ორი კაცის გარდაცვალების მიზეზი წინასწარი ინფორმაციით, წყლის გამაცხელებელი გახდა, რომლის მილშიც ჩიტებს ბუდე ჰქონდათ გაკეთებული.

გარდაცვლილთა ახლობლების თქმით, მამა-შვილი ორი დღე არ გამოჩენილან, რის გამოც ნათესავებმა სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს და საცხოვრებელი სახლის კარის შემტვრევის შემდეგ ბინაში ცხედრები დღეს დილით აღმოაჩინეს.

გარდაცვლილებიდან ერთი სააბაზანოსთან, მეორე კი მისაღებ ოთახში იპოვეს. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედრები კი ექპერტიზაზე გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაზის, ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,183 ნახვა
%d bloggers like this: