მოგზაურობა

საქართველო-რუსეთს შორის ფრენების შესაძლო აღდგენაზე მოლაპარაკება მარტში დაიწყება

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე მოლაპარაკება მარტში დაიწყება. ვლადიმერ პუტინის მიერ ზაფხულში დაწესებული შეზღუდვა პრაღის ფორმატში მოლაპარაკების მორიგი რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

როგორც პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, ქართული მხარე მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არის.  

დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ რუსი ტურისტები ადასტურებენ, რომ მათთვის საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა, შესაბამისად, უსაფრთხოების თემები, რა საბაბითაც ფრენები აიკრძალა, დღის წესრიგში აღარ დგას. მისი თქმით, ამ ფონზე მიესალმებიან, თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება.

2019 წლის ნოემბერში რუსული მედია წერდა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა სავარაუდოდ 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება.

Facebook Comments