უცხოური მედია

სენატში ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა ხვალ დაიწყება

Nusagi

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა სენატში ხვალ დაიწყება. თითოეულ მხარეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისთვის 24 საათი მიეცემა.

ასეთი დღის წესრიგი სენატს რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელიმ შესთავაზა, იმპიჩმენტის წესის შესახებ გამოქვეყნებულ რეზოლუციაში. 

იმპიჩმენტის პროცედურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი უხელმძღვანელებს. წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის საქმე სენატს გასულ კვირას გადასცა.

შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემა მას შემდეგ გამწვავდა, რაც უცნობი წყაროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარში სთხოვდა ჯო ბაიდენის (აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი 2009-17 წლებში, ტრამპის შესაძლო ოპონენტი 2020 წლის არჩევნებში) შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ აღძრული საქმე განეახლებინა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,157 ნახვა
%d bloggers like this: