პოლიტიკა

სოფო კილაძე – მე ვერ ვიტყვი, რომ ციხეებს კრიმინალური სუბკულტურა მართავს

Nusagi

მე ვერ ვიტყვი, რომ ციხეებს კრიმინალური სუბკულტურა მართავს,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ციხეებში არსებულ ვითარებაზე სახალხო დამცველის ეს პოზიცია ცალმხრივია და მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრის არგუმენტების მოსმენაც.

„სახალხო დამცველის მხრიდან რამდენიმეჯერ გაჟღერდა და სპეციალურ ანგარიშში აღინიშნა ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენის შესახებ. ეს პოზიცია ყოველთვის იყო ცალმხრივი, ძალიან მნიშვნელოვანია მოვისმინოთ ის არგუმენტები, რომელსაც წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო.

მე ხშირად მიწევს პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულ პირებთან შესვლა და ვფიქრობ, რომ საქართველოს ციხეებში არის ადამიანის უფლებათა ძალიან მაღალი სტანდარტი უზრუნველყოფილი. ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ სუბკულტურა მართავს ციხეს, რადგან ამის თქმის საფუძველი ნამდვილად არ მაქვს. თუ არის რაიმე გარკვეული შემთხვევები ვინმეს მხრიდან კონკრეტულ პატიმრებზე ზეგავლენის მცდელობის, ამას სათითაო შემთხვევებში რა თქმა უნდა, უნდა მიეხედოს და ამაზე იუსტიციის სამინისტრო მუშაობს, თუმცა, მე ვერ ვიტყვი, რომ კრიმინალური სუბკულტურა მართავს ციხეებს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,909 ნახვა
%d bloggers like this: