პოლიტიკა

ლომჯარია, მატყუარა ხარ, ადამიანების გულისტკივილი არასდროს გაინტერესებს, იქ გარბიხარ, სადაც კამერებია

ნინო ლომჯარია, შენ ხარ მატყუარა!, ასე მიმათავს მანჩო გიორგობიანი ნინო ლომჯარიას.

გიორგობიანი სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურება და წერს, რომ ლომჯარია საკუთარი კომფორტის ზონით არის დაკავებული და ხალხი არ ადარდებს.

„მოგმართეს უბრალო ადამიანებმა პროკურატურის (ვაკე–საბურთალოს) უნამუსო თანამშრომლის მხრიდან ზეწოლის შესახებ და არა თუ თავი შეიწუხე, წარმომადგენელიც კი არ გამოგიგზავნია ამბის გასარკვევად,-ადა ბევრი გაქვს ასეთი შემთხვევა, არასდროს გაინტერესებს ჩვეულებრივი ადამიანების გულისტკივილი და ვთქვათ, ვინ მიაყენა მათ შეურაცხყოფა…
თუმცა , სადაც კამერებია, იქ პირველი გარბიხარ , ვითომ რამის მაქნისი იყო..

ერთხელ მაინც თუ მოგიწოდებია, ან რეკომენდაცია გაგიცია, რომ ბავშვთა უფლებები დაიცვან ჟურნალისტებმა? ერთხელ მაინც თუ დაგიცავს გარდაცვლილი ადამიანის უფლებები , საჯაროდ რომ აფრიალებენ ტყუილ-მართალს მის შესახებ?
ერთხელ მაინც თუ დაგიცავს მგლოვიარე ჭირისუფალი, თუნდაც დამნაშავის ოჯახი იყოს, ჟურნალისტების თავდასხმისგან?!
და ასეთი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო..

დაკავებული ხარ საკუთარი კომფორტის ზონის შექმნით და პოლიტიკურად მიკერძოებული , მუშაობ მხოლოდ გარკვეული ჯგუფების ინტერესების გასატარებლად…
“სახალხო დამცველი” კი არ ხარ, ოფიციალურად ჩამოყალიბდი ნაც.სექტის დამცველად , ხოლო უზარმაზარ ხელფასს იმ ხალხის ჯიბეებიდან იღებ, ვის ინტერესებსაც თითქმის არასდროს იცავ… ერთი-ორჯერ შეიძლება პიარისთვის გაიფართხალე და ამაზე დამთავრდა “,-წერს მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

Featured