უცხოური მედია

რესპუბლიკელმა სენატორებმა იმპიჩმენტის პროცესში დოკუმენტების განხილვა და მოწმეების დაკითხვა დაბლოკეს

რესპუბლიკელმა სენატორებმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესში დოკუმენტების განხილვა და მოწმეების დაკითხვა დაბლოკეს.

სენატში კენჭისყრის შედეგად, რესპუბლიკელებმა არ დაუჭირეს მხარი დემოკრატების ინიციატივას, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, პენტაგონიდან და საბიუჯეტო სამმართველოდან გამოთხოვილი დოკუმენტების განხილვას ითხოვდნენ.

ტრამპის ოპონენტები ასევე გამოვიდნენ ინიციატივით, რომ სენატში მოწმის სტატუსით ტრამპის ადმინისტრაციის უფროსი დაეკითხათ, თუმცა რესპუბლიკელებმა ეს წინადადებაც დაბლოკეს.

სენატში აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. დემოკრატები ტრამპს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები აკონტროლებენ.

Facebook Comments