საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა

გარდაიცვალა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, – ამის შესახებ „პირველი არხი” ოჯახის წევრებზე დაყრდნობით იუწყება.

თენგიზ სიგუა 1990 წლის 15 ნოემბერიდან – 1991 წლის 18 აგვისტომდე საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. შემდეგ ის დაუპირისპირდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. სამოქალაქო ომის შემდეგ ასრულებდა პრემიერ-მინისტრის მოვალეობას, მოგვიანებით კი 1993 წლის 6 აგვისტომდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.

Facebook Comments

ახალი დადებული