პოლიტიკა

ბაიდენის ყოფილი მრჩეველი – საქართველოს მთავრობამ კონგრესმენების წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს

საქართველოს მთავრობამ კონგრესმენების წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს – წერს მიკრობლოგ “ტვიტერზე” აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი თავდაცვის საკითხებში, “დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის პენ ბაიდენის ცენტრის” მმართველი დირექტორი მაიკლ კარპენტერი.

მისი თქმით, ეს წერილი ორპარტიული გაფრთხილებაა და ნეგატიურ ტრენდებს ეხება.

“ესენია: სამთავორობო ტენდერების პოლიტიზირება, გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ძალაუფლების კონცენტრაცია. ეს საქართველოს მეგობრების წერილია”, – წერს კარპენტერი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

Featured