უცხოური მედია

ემანუელ მაკრონი იერუსალიმში პოლიციელებს დაუპირისპირდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა იერუსალიმში ისრაელის პოლიციელები გააკრიტიკა. ამის შესახებ BBC წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი წმინდა ანას ეკლესიაში მოხდა, რომელიც საფრანგეთს ეკუთვნის. მაკრონის შეშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სამართალდამცველები ეკლესიაში მასზე ადრე შევიდნენ. დაპირისპირების ამსახველი ვიდეო მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

„არ მომწონს ჩემ წინაშე რაც გააკეთეთ. გარეთ გადით, თუ შეიძლება. პროვოკაცია საჭირო არ არის. მაპატიეთ, მაგრამ წესები იცით“, – განაცხადა მაკრონმა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. მარკონი იერუსალიმში მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმზე დასასწრებად ჩავიდა.

Facebook Comments