ზუგდიდში გოგო სავარაუდოდ გრიპის ვირუსის გართულებით გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა სავარაუდოდ გრიპის ვირუსის გართულებით გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, გოგონას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს და მისი რეფერირება ქუთაისის საავადმყოფო „უნიქალ მედიში“ გახდა საჭირო, თუმცა დახმარება იქაც ვერ აღმოუჩინეს.

ოჯახის წევრების თქმით გოგო ქუთაისიდან თბილისში კატასტროფის მანქანით გადაყვანის დროს გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ავადმყოფი 19 იანვარს შევიდა გრიპისთვის დამახასიათებელი მწვავე რესპირატორული სიმპტომებით და შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარების შემდეგ ოჯახთან მოლაპარაკებით ქუთაისში გადაიყვანეს.

imedinews-ი დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარს ელოდება. 

Facebook Comments

ახალი დადებული