უცხოური მედია

“კორონავირუსის” შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

ჩინეთის ქალაქ უხანში “კორონავირუსის” შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 571-ს მიაღწია.

დაავადების სწრაფი გავრცელების გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ უხანის მიმართულებით სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით მიმოსვლა შეაჩრა.

ამ დროისთვის დაინფიცირებული 95 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

პეკინში ვირუსის 14 შემთხვევა დაფიქსირდა. 

“კორონავირუსმა” უკვე შეაღწია ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, აშშ-სა და იაპონიაში. ვარაუდობენ, რომ ვირუსი შესაძლებელია სინგაპურსა და ფილიპინებშიც გავრცელდეს. 

რა არის “კორონავირუსი” და როგორ დავიცვათ მისგან თავი

Facebook Comments