უცხოური მედია

გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, გერმანელი მოსწავლეებისთვის საკონცენტრაციო ბანაკის ნახვა სავალდებულო უნდა იყოს

გერმანიაში მცხოვრებთა სამი მეოთხედი დარწმუნებულია, რომ ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკის მონახულება გერმანელი მოსწავლეებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს.

ასეთია  გამოკითხვის შედეგი, რომელიც სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა dimap „დოიჩე ველეს“ შეკვეთით ჩაატარა. გამოკითხულთა 60 პროცენტზე მეტი დარწმუნებულია, რომ ყველა უნდა გაერკვეს, როგორი იყო მისი უფროსი ნათესავების როლი ნაციონალ-სოციალიზმის წლებში.

გამოკითხვა ოსვენციმის გათავისუფლების 75 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარდა. 

Facebook Comments