ვარკეთილში ლიფტში ნაპოვნი ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ჩვილი იპოვეს. შემთხვევა 23 იანვარს, საღამოს საათებში დაფიქსირდა. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ექიმების განცხადებით, ჩვილს კლინიკაში შეყვანისას დაბალი ტემპერატურა ჰქონდა.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალშობილი შემოიყვანა 22:12 საათზე. ჩვილს აღენიშნებოდა მსუბუქი ფორმის ჰიპერტონია. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მისი სასიცოცხლო პარამეტრების კონტროლი, ჩვილი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამ ეტაპისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ექიმი ხათუნა ლომაური.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

Facebook Comments

ახალი დადებული