თქვენ სახე არ გაქვთ, თქვენ ხართ ერთი კრებსითი ბოროტება -ლევან იზორიას დედა განცხადებას ავრცელებს

ნაცების და მათი პარტიული ტელევიზიის მიერ განხორციელებული უბინძურესი პროპაგანდის თითოეულმა შემოქმედმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩემ შვილს, ლევან იზორიას ძმას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, -ამის შესახებ ლევან იზორიას დედა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ძმა დღემდე ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობს.

“აბსოლუტურად ყველანაირ მორალურ და ადამიანურ ზღვარს სცილდება უბინძურესი პროპაგანდა ჩემი შვილების და ჩემი ოჯახის მიმართ. ნაცების და მათი პარტიული ტელევიზიის მიერ განხორციელებული უბინძურესი პროპაგანდის თითოეულმა შემოქმედმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩემ შვილს, ლევან იზორიას ძმას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ის გადაყვანილი იყო სამკურნალოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და დღემდე აგრძელებს მკურნალობას. იმ კონკრეტული ინციდენტის დროსაც, მას ჰქონდა ჯანმრთელობის სკამაოდ მძიმე მდგომარეობა და მხოლოდ და მხოლოდ ზემოთთქმული მიზეზის გამო გამოხატავდა გარკვეულ აგრესიას. მიუხედავად ამისა, ბოროტების შემოქმედებმა დაიწყეს ცილისმწამებლური კამპანია, პარტიული ტელევიზიის სიუჟეტს მოყვა პოლიტიკური შეფასებები და ერთ ხმაში, მწყობრად აგრძელებენ ტალახის სროლას. მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ზღვარი. თქვენ, ამ კამპანიის შემოქმედებო, არ გაქვთ სამშობლო, არ გყავთ ოჯახები, არ გაქვთ არც სახელი და არც გვარი. თქვენ სახეს ვერ დაკარგავთ, თქვენ სახე არ გაქვთ! თქვენ ხართ ერთი კრებსითი ბოროტება!!!” – წერს გულიკო კვირკველია

23 იანვარს ტელეკომპანია მთავარმა გაავრცელა ვიდეო, სადავ ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას და კონკრეტული პირების ჩარევის შემდეგ ათავისუფლებს. ვიდეო 2014 წელს არის გადაღებული, მაშინ როცა იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

Facebook Comments

ახალი დადებული