ცაგერის რაიონში, მდინარე ლაჯანურში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა მეორე დაღუპულის ცხედარი იპოვეს.
ლეჩხუმში მესამე ცხედრის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
შემთხვევა სოფელ ჩხუტელში გუშინ მოხდა. ავტომანქანა, რომელშიც 3 მამაკაცი იჯდა ცხენისწყლის არხში გადავარდა. დაღუპულთაგან ერთის ცხედარი მდინარიდან გუშინ ამოიყვანეს. ადგილობრივები ყვებიან რომ შემთხვევის მიზეზი მოყინული გზა იყო. გარდაცვლილების ცხედრებს ექსპერტიზა უტარდება.
Facebook Comments