“შენ ხარ ფარჩაკი” – თბილისის საკრებულოში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

თბილისის საკრებულოში, სარევიზიო კომისიის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატები და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

უმრავლესობის დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილის სატელევიზიო კომენტარი გააკრიტიკა. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მან კომენტარის დროს საკრებულოს დამლაგებლები დაიცვა, უმრავლესობის დეპუტატებმა კი, შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულეს. 

“მე პირადად, როცა საქართველოს სახელისთვის დროშას ვაფრიალებდი და ჩვენი ქვეყნის ჰიმნს ვაჟღერებდი, ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს ჩვენზე იძახის, ქართველ ხალხზე რუსთაველიდან იძახდა – ეს ნაგავი გაიტანეთო. აი ეს არის უზრდელი და ფარჩაკი ადამიანი. შენ ხარ ჩვეულებრივი ფარჩაკი“,- მიმართა ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა. 

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის ერთმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილს “ფარჩაკი” უწოდა, მეორემ კი თავის არეში მსუბუქად დაარტყა.  

Facebook Comments

ახალი დადებული