სამართალი

ირაკლი ლატარია: დადიანების სასახლე რომ ნაცების გაყიდული იყო, იცოდით?

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის დამნაშავედ ცნობის ფაქტს გამოეხმაურა.

„დადიანების სასახლე რომ გაყიდეს ნაცებმა და დღეს ყოფილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აღნიშნულ საქმეზე დამნაშავედ სცნეს, ამაზე ნაცები რას იძახიან? ბიძინამ რომ რესტავრაცია ჩაუტარა დადიანების სასახლეს და დღეს ევროპული სტანდარტის პარკი გვაქვს ზუგდიდში, ეს რომ გაყიდული იყო იციით? ,-წერს ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია.

ცნობისთვის, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე  კახა დამენია დამნაშავედ ცნო ზუგდიდში, დადიანების სასახლის კომპლექსის შემაგდენლობაში არსებული მიწის ნაკვეთისა და შენობის უკანონო პრივატიზების საქმეში.

დამენიას ბრალი საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილ, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს. მას სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმის – 15 000 ლარის გადახდა.

როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2007 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კახა დამენიამ, რომელიც კურირებდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხებს და უშუალოდ ჰქონდა დავალებული პრივატიზების მიმდინარეობაზე კონტროლი, არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული იგნორირებით, უკანონოდ, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პირობების გარეშე, მოახდინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ყოფილი  ღია თეატრის ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 994.6 კვ.მ. მიწის ფართობის პრივატიზება.

პროკურატურისვე ცნობით, სახელმწიფოს მხრიდან  სათანადო კონტროლით, მოვლა-პატრონობის პირობის გარეშე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის გასხვისებამ  გამოიწვია პრივატიზებული  ტერიტორიის გავერანება, დაირღვა დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის, როგორც საბაღე-საპარკე ხელოვნების შემადგენელი ნაწილის  ერთიანი კონტექსტი და საფრთხე შეექმნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni