Advertisements
უცხოური მედია

კორონავირუსი ღამურებს უკავშირდება- მედია ჩინურ რესტორანში გადაღებულ კადრებს ავრცელებს

კადრები, რომელზეც აღბეჭდილია ჩინელი ქალი, რომელიც მოდურ რესტორანში მთლიან ღამურას მიირთმევს, სოციალურ ქსელს ვირუსულად მოედო. ამავდროულად ქვეყანას ახალი კორონავირუსი უტევს, რომელსაც სწორედ მფრინავ ძუძუმწოვრებს უკავშირებენ.  ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

ასევე ვრცელდება ვიდეო, რომელიც საკვებ ტრენდებს ეძღვნება, კანტონის დიალექტზე მოსაუბრე ადამიანები ღამურის წვნიანს ამზადებენ. 

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ცენტრალური ჩინეთის ქალაქ უხანში გაჩნდა, 25 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ინფიცირებულია 800.  ქალაქში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ამჟამად იზოლირებულია. 

ვირუსი პნევმონიას იწვევს და ცუდადაა შესწავლილი. მეცნიერები შიშობენ, რომ მისი გადატანა შესაძლოა, გველებისა და ღამურების მეშვეობით მოხდეს.  

Facebook Comments
Advertisements