თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თოთხმეტამდე გაიზარდა. დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.
სხვადასხვა ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6,7-დან 6,9 მაგნიტუდას აღწევდა. ეპიცენტრი ელაზიღის პროვინცია იყო.
ძლიერ მიწისძვარ 5-მდე ავთერშოკი მოყვა, რომელთაგანაც ყველაზე ძლიერი 5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურები.
Facebook Comments