სამართალი

ზაზა მურჯიკნელს პატიმრობა შეეფარდა

Nusagi

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ზაზა მურჯიკნელი, რომელიც თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეშია ბრალდებული, ბრალს არ აღიარებს 

„დანაშაულთან შემხებლობა არ მაქვს, გამოძიება შეცდომაშია შესული. იმედი მაქვს, ჭეშმარიტ დამნაშავეს დააკავებენ და მე გამიშვებენ სასამართლოდან, რადგან მე არანაირი შემხებლობა აქ მაქვს დანაშაულთან“, – განაცხადა მურჯიკნელმა პროცესის მიმდინარეობისას. 

„ბრალდება სსკ-ს 109-ე მუხლის პირველი ნაწილისა „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვისთვის) და 19-109 მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და ასევე 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა).

დაკავებულს ბრალი ოფიციალურად 25 იანვარს წარედგინა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,178 ნახვა
%d bloggers like this: