რელიგია

თორნიკე მამალაძე: გორგი მამალაძის გათავისუფლების შემთხვევაში პატრიარქის კერპი დაიმსხვრევა

Nusagi

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. მას პარალიზებული ფეხი გაუზომეს და ამ მომენტში 2 სანტიმეტრით არის ისევ დამოკლებული”, – აღნიშნა თორნიკე მამალაძემ. 

მისი თქმით, გარკვეულ პირებს დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლება არ აწყობთ. 

“კათოლიკოს-პატრიარქმა იცის, რომ ჩემი ძმის გათავისუფლების შემთხვევაში, ის კერპი, რაც ამ წლების მანძილზე შექმნილია კათოლიკოს -პატრიარქის მიმართ, დაიმსხვრევა. 

ჩემი ძმა არის მაგალითი, ვინც ხმას ამოიღებს, ყველა ასე დაისჯება”, – აცხადებს თორნიკე მამალაძე “რუსთავი 2”-ის ეთერში. 

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა. 

დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავდაპირველად, ბრალად ედებოდა საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, მას ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა.

მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება დაუკვალიფიცირა, ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

2019 წლის 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე შუამდგომლობა გაეწიოს.

მიმდინარე წლის 6 იანვარს საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, თუმცა, დეკანოზი მამალაძე შეწყალებულთა სიაში არ მოხვდა. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,911 ნახვა
%d bloggers like this: