საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: თურქეთში მომხდარი მიწისძვრა საშინელი ტრაგედიაა

Nusagi

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება.

“მიწისძვრა თურქეთში საშინელი ტრაგედიაა. საქართველო თურქ ხალხთან დგას ამ რთულ პერიოდში. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დაღუპულთა ოჯახების მიმართ და ვუსურვებ სიმტკიცეს იქ მყოფ მაშველებს”,- წერს “ტვიტერში” სალომე ზურაბიშვილი. 

6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ძლიერი ნგრევა მოჰყვა, რის შედეგადაც დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

ბიძგები, ადგილობრივი დროით, 20:55 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 6.5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯთან იყო.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა.დაშავებულია 1600-მდე ადამიანი. მაშველებმა 50-ზე მეტი ადამიანის ნანგრევებიდან ამოყვანა და გადარჩენა შეძლეს. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,351 ნახვა
%d bloggers like this: