პოლიტიკა

„2028 წლის ომის“ გამო, რუსეთში სიტუაციის გამწვავებაზე ალაპარაკდნენ

Nusagi

რუსეთის სამხედრო მეცნიერების აკადემიის პროფესორმა, ვადიმ კოზიულინმა აშშ-ს სამხედრო ძალების ევროპაში გადასხმისა და ბოლო 25 წლის მანძილზე უმსხვილესი სამხედრო სწავლების გამო, სიტუაციის გამწვავებაზე ისაუბრა. სცენარის მიხედვით, „პირობითი ომი“ 2028 წელს მოხდება ნატოს ძალების საპირწონე მოწინააღმდეგესთან. ამის შესახებ „იზვესტია“ იუწყება.

კოზიულინმა საკუთარი პროგნოზი იმით ახსნა, რომ ძირითადი მანევრები პოლონეთში, საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიმართება, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან და გამოირჩევიან რუსეთთან არამეგობრული დამოკიდებულებით. 

„იგივე ესტონეთმა ცოტა ხნის წინ ტერიტორიული პრეტენზიები წამოგვიყენა“,-ამბობს პროფესორი. გარდა ამისა, მისივე თქმით, რუსეთის საზღვრებთან გაჩნდება უამრავი სამხედრო ტექნიკა და მფრინავი აპარატი. 

პროფესორი ვარაუდობს, რომ სიტუაცია იქნება 1983 წლის მსგავსი, როდესაც ევროპაში ნატოს მასშტაბური სწავლება Able Archer ჩატარდა. მაშინ სსრკ-მ სამხედრო ძალები გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანა და საომარი მოქმედებების შესაძლებლობა დასაშვებად ცნო,-ამბობს პროფესორი.

გაზეთის ინფორმაციით, აშშ-დან ევროპაში 20 ათასი სამხედრო ჩავა. დამატებით 9 ათასი – ევროპაში განლაგებული აშშ-ს ბაზებიდან, 7 ათასი კი, აშშ-ს ეროვნული გვარდიიდან. 8 ათას სამხედრო მოსამსახურეს 15 ევროპული ქვეყანა გაგზავნის. სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის თავმოყრას ორი თვე დასჭირდება.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,107 ნახვა
%d bloggers like this: