უცხოური მედია

მოსკოვში დეპუტატის ცოლს, სვეტლანა ხანანაშვილს თავს დაესხნენ და დანით ჭრილობები მიაყენეს

Nusagi

მოსკოვის საქალაქო მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის ცოლს, სვეტლანა ხანანაშვილს ქუჩაში თავს დაესხნენ და სახის, ყელისა და მუცლის არეში ჭრილობები მიაყენეს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

ახალგაზრდა ქალი სიკვდილს ძლივს გადაურჩა, თუმცა ამ დრომდე სლიფასოვსკის სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

შემთხვევა 18 იანვარს, საღამოს მოხდა. გამოძიებამ პირველად თავდასხმა სვეტლანას ქმრის, მიხეილ ხანანაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირა, თუმცა ახალი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დეპუტატის სავარაუდო შეყვარებული, სვეტლანა მასლოვაა, რომელმაც ქალზე თავდასხმა ეჭვიანობის გამო შეუკვეთა. დეპუტატი ამტკიცებს, რომ კერძო სკოლის დირექტორთან, სვეტლანა მასლოვასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა.

დაკავებულია ასევე კერძო სკოლის რამდენიმე მოსწავლე, მათ შორის გოგო. მათ ბრალად ედებათ თავდასხმაში უშუალო მონაწილეობა.

დაკავებულების თქმით, ისინი საყვარელი მასწავლებლის დავალებას ასრულებდნენ. 

სვეტლანა ხანანაშვილს თავს 2018 წელსაც დაესხნენ, თუმცა ამ დრომდე საქმე გახსნილი არ იყო. გამოძიება ვარაუდობს, რომ აღნიშნულ დანაშაულშიც შესაძლოა, სვეტლანა მასლოვა და მისი მოსწავლეები ფიგურირებდნენ. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,180 ნახვა
%d bloggers like this: