Uncategorized

გამყრელიძე: ორ ჩინელ მოგზაურს, რომელსაც 37 გრადუსი ტემპერატურა აქვს, აკვირდებიან

Nusagi

ორ ჩინელ მოგზაურს, რომელიც საქართველოშია შემოსული, ექიმები აკვირდებიან. მათ 37 გრადუსი აქვთ ტემპერატურა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცეტნრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

გამყრელიძის თქმით, ორი ჩინელი მოგზაური ჰუბეის პროვინციიდან არ არის, არამედ იმ რეგიონიდან, რომელიც ახლოს მდებარეობს ვირუსის გავრცელების ეპიცენტრთან. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სამწდიცინო დაწესებულებას ჩინეთის ორმა მოქალაქემ ბათუმში მიმართა.

მათ მწვავე რესპირაციული დაავადებებისთვის დამახასიათებელი ან საეჭვო კლინიკური ნიშნები არ აღებიშნებიდათ, თუმცა ტემპერატურა ჰქონდათ მომატებული, ამიტომ მედიკოსებმა პრევენციისთვის მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიული კვლევა ჩატარებულიყო. 

„ამიტომ მიმდინარეობს დაკვირვება. გუშინ ისინი ჩვენმა საგანგებო დეპარტამენტის სპეციალისტებმა მოინახულეს. დღეს დილას ანალიზები აუღეს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში დაიტესტება ყველა ტიპის კორონავირუსზე, რისი საშუალებაც გვაქს და ასევე, სხვა რესპირატორულ ვირუსებზე, მაგრამ კლინიკურად გამოხატული არაფერია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

საქართველომ ჩინეთთან კორონავირუსის გამო პირდაპირი  ფრენები შეწყვიტა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,919 ნახვა
%d bloggers like this: