კორონავირუსის გამო ჩინეთში გასამართი მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით გადაიდო. გამოცემა Athletics Weekly-ის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება სპორტის ამ სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ კომპეტენტურ ორგანოებთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
ტურნირი ქალაქ ნანკანში 13-15 მარტს უნდა გამართულიყო. როგორც მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი სებასტიან კოე აცხადებს, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებს შორის ორკვირიანი ინტერვალი აუცილებელია, რათა სპორტსმენებმა მომზადება მოასწრონ, ხოლო კონტინენტის ჩემპიონატი პოლონეთში 5-7 მარტსაა დაგეგმილი.
კორონავირუსის გამო ჩინეთში ჩელენჯერის ოთხი საჩოგბურთო ტურნირი და კალათბურთისა და კრივის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირები არ ჩატარდა.
Facebook Comments