უცხოური მედია

ყირიმში, ლენინგრადის ბლოკადის მონაწილეების მონახულების შემდეგ თანამდებობის პირებს პოსტები დაატოვებინეს

Nusagi

რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია ფოტოებმა, რომლებზეც აღბეჭდილია, თუ როგორ მიულოცეს ყირიმში თანამდებობის პირებმა ბლოკადის მონაწილეებს ფაშისტებისგან ლენინგრადის გათავისუფლების დღე. 

ძვირფას ქურქებში გამოწყობილი თანამდებობის პირი ქალები ბლოკადის მონაწილეებს სახლებში ესტუმრნენ და მედლებთან ერთად თითოეულს მცირე ზომის პური გადასცეს.

ამასთან, მოხუცები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, რომ მათთან ქალაქის საბჭოს ხელმძღვანელი უნდა მისულიყო საჩუქრებით.

როგორც შემდგომში გაირკვა, ბლოკადისგან გათავისუფლების სიმბოლოდ ქალაქის საბჭოში სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და მოხუცებს 125 გრამიანი პურები მიართვეს, ზუსტად იმ ზომის, რომელსაც ლენინგრადში დიდი შიმშილის დროს მოსახლეობას ურიგებდნენ. 

რუსული მედიის ცნობით, ქერჩის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე მაია ხუჟინა და მისი მოადგილე ლარისა შერბულია ფოტოების გამო ატეხილი სკანდალის შემდეგ თანამდებობიდან საკუთარი განცხადებით გადადგნენ. 

მმართველი პარტიის, “Единая Россия”-ს მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, ქალების მიერ პოსტების დატოვება მათი რეკომენდაციით მოხდა. „საკმარისია ასეთი პური და ასეთი სანახაობები“,-ნატქვამია პარტიის განცხადებაში. დეპუტატმა ნატალია პოკლონსკაიამ კი, ქურქებში გამოწყობილი ქალების აქციას შეურაცხმყოფელი უწოდა და თანამდებობის პირებს მოუწოდა, „ნუ გადააჭარბებენ პატრიოტიზმის გამოვლინებაში, რადგან ეს ყველაფერი სულელურად გამოიყურება“.



Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,901 ნახვა
%d bloggers like this: