სამართალი

ძმები ფეიქრიშვილების საქმეზე ექვსივე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

Nusagi

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულ ექვსივე პირს – ნუგზარ ბეჟანიძეს, გოჩა თადუმაძეს, გიორგი ბიბილაურს, ბექა ცინცაძეს, როლანდ ბერიძესა და იური მჟავანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ასეთი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო.

ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. სასჯელის სიმძიმიდან გამომდინარე ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე საუბრობდა. მათივე განმარტებით, 4 დაკავებულები წარსულში ნასამართლევია.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,941 ნახვა
%d bloggers like this: