საზოგადოება

არჩილ კალანდია: თურქეთის მხრიდან მივიღეთ სრული პირობა, რომ საქართველოს მოქალაქეები იქნებიან უსაფრთხო გარემოში

Nusagi

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის არჩილ კალანდიას თქმით, ვუჰანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები კარანტინს თურქეთის მოქალაქეებთან ერთად ერთსა და იმავე პირობებში გაივლიან.

ამასთან კალანდია ამბობს, რომ თურქულმა მხარემ კარანტინის პირობებსა და უსაფრთხო გარემოზე საქართველოს სრული გარანტია მისცა.

“საქართველოს სამი მოქალაქე თურქეთის სხვა მოქალაქეებთან ერთად გაფრინდა. ჩვენი მოქლაქეები 2 კვირიან კარანტინს თურქეთში, სხვებთან ერთად გაივლიან. ეს კარანტინი მსოფლიოს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისსა და  ჩინეთის ხელისუფლების მოთხოვნებით მკაცრადაა დაცული. თურქეთის მხრიდან მივიღეთ სრული პირობა, რო ისინი იქნებიან უსაფრთხო გარემოში”, – განაცხადა კალანდიამ.

მისივე თქმით, საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქის ევაკუაციავუჰანიდან სავარაუდოდ საფრანგეთში განხორციელდება.

“ამჟამად ვუჰანში რჩება ჩვენი ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე. დღეს იგეგმება მათი ევაკუაცია. 2 ან 3 ადამიანი სავარაუდოდ საფრანგეთში გაემგზავრება. ერთმა პირმა კი ევაკუაციაზე  უარი განაცხადა”, – აღნიშნა “მოამბესთან” საუბრისას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,122 ნახვა
%d bloggers like this: