Advertisements
საგარეო პოლიტიკა

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი აღარაა. 31 იანვარს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე ქვეყანამ ოფიციალურად დატოვა გაერთიანება.

დიდი ბრიტანეთი 47 წელი იყო ევროკავშირში.

ბრექსიტის შემდეგ, პირველი თებერვლიდან იწყება 11-თვიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი დაემორჩილება ევროკავშირის წესებს, თუმცა აღარ იქნება წარმოდგენილი ორგანიზაციის ინსტიტუტებში.

შეგახსენებთ, 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის დროს, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52%-მა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48%-მა ბლოკში დარჩენას მისცა ხმა.

Facebook Comments
Advertisements