უცხოური მედია

რუსეთში თოვლმა კაფეს ჭერი ჩაანგრია, არის მსხვერპლი

Nusagi

ნოვოსიბირსკში ადგილობრივი კაფე-ბარის ჭერი ჩაინგრა, ნანგრევებში დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 5. ევაკუირება 200-მდე ადამიანმა მოასწრო. ინფორმაციას ТАСС ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ კაფე სხვა შენობაზე იყო მიშენებული, შემთხვევა კი, სახურავზე დაგროვილი თოვლის გამო მოხდა. ქალაქის ხელმძღვანელობის განცხადებით, აღნიშნულ შენობაში ღონისძიების ჩატარებაზე ნებართვა არ იყო გაცემული.

დაკავებულია 27 წლის მამაკაცი, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორი იყო. 

ჩამონგრეული შენობა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილებას ეკუთვნოდა და სამეურნეო მიზნისთვის გამოიყენებოდა. ამასთან, ავარიული იყო, თუმცა როგორც გაირკვა, იჯარით იყო გაცემული.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,776 ნახვა
%d bloggers like this: