უცხოური მედია

ლონდონში მოკლული 19 წლის ტერორისტი ციხიდან რამდენიმე დღის გამოსული იყო

Nusagi

რამდენიმე საათის წინ, ლონდონის სამხრეთით, გამვლელებს შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა. მან რამდენიმე კაცი დანით დაჭრა, რის შემდეგაც თავდამსხმელი სამართალდამცველებმა მოკლეს.

ლონდონის პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. 

თავდამსხმელი 19 წლის ჯიხადისტი, სუდეშ ამანი აღმოჩნდა, რომელიც ციხიდან რამდენიმე დღის წინ, დროზე ადრე გამოვიდა. 

სუდეშ ამანი 2018 წელს დააკავეს ტერორისტული დოკუმენტების შენახვისა და გავრცელების ბრალდებით. მას სასჯელი 3 წელსა და 4 თვეში უნდა მოეხადა, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარი დრო დაჰყო საპატიმროში.

19 წლის ტერორისტი არ მალავდა, რომ ტერორისტული აქტის მოწყობაზე ოცნებობდა. 

თავდასხმის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებით გასამართლებულ პირებთან მუშაობის სისტემა ფუნდამენტურად შესაცვლელია“.  

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,207 ნახვა
%d bloggers like this: