უცხოური მედია

ჩინეთში კორონავირუსისგან 475 პაციენტი გამოჯანმრთელდა

Nusagi

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსისგან 475 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

3 თებერვლის მონაცემებით კორონავირუსის 2 829 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 186 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია. სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 17 205 შემთხვევა. 

ვირუსის შედეგად 361 ადამიანია გარდაცვლილი. 

ჩინეთის გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა კვირას დაფიქსირდა. 44 წლის კაცი კორონავირუსით ფილიპინებში გარდაიცვალა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი ტიპის ვირუსით ადამიანი ჩინეთის საზღვრებს გარეთ დაიღუპა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,404 ნახვა
%d bloggers like this: