პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია: ახლაც ყინავს, ახლაც მტკივა, დღეს ზურაბ ჟვანია მოკლეს

Nusagi

დღეს 15 წელი შესრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან.

ყოფილი პარლამენტარი და ჟვანიას გუნდის წევრი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„15 წლის წინ 3 თებერვალი გათენდა… ან… არ გათენდა…
15 წელი და არც ერთი ნაბიჯი წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმეში…
საქართველოს პროკურატურა! დახურე საქმე!!! სირცხვილია!!! დახურე და გახადე მასალები ჩვენთვის ხელმისაწვდომი… ამას ვეუბნებოდით მიშას სისხლიან პროკურატურას და ამას გეუბნებით 15 წლის შემდეგ თქვენ, ჩვენო “მონაპოვარო”!
ყინავდა… იყო დიდი თოვლი და გაუსაძლისი ტკივილი. ერთმანეთში არეულიყო ცოდვა და მადლი…
ახლაც ყინავს, ახლაც მტკივა და ახლაც ყველაფერი ერთმანეთშია არეული……….
დღეს ზურაბ ჟვანია მოკლეს

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,368 ნახვა
%d bloggers like this: