მედიცინა

იანვარში საქართველოში აივ ინფიცირების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Nusagi

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის 31 იანვრის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

გასული წლის აღნიშნულ პერიოდში 41 შეთხვევა აღირიცხა. 

სულ საქართველოში რეგისტრირებულია 8150 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6081 მამაკაცია და  2069   ქალი.

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4271 პაციენტს განუვითარდა, 1645 გარდაიცვალა.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

38%(3093) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;  48.4 %  (3942) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.2 %  (914) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 %(110) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;

0.5 %(38) – სისხლის რეციპიენტია;  0.7 %(53) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3007 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1132; შემდეგ იმერეთში 982; აჭარაში 918; აფხაზეთში (525); კახეთში (402) ქვემო ქართლში (468); შიდა ქართლში (302); გურიაში (174); სამცხე-ჯავახეთში (109) და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 70 – ვაჟი, 46 – გოგონა.  27   გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.

განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით – 108 შემთხვევა (მათგან 1 – ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი – 4. დაუდგენელი – 2.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,339,053 ნახვა
%d bloggers like this: