პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ ლობისტური კომპანია: ბათუ ქუთელია საკონტაქტო პირად შეცდომით იქნა მითითებული – სინანულს გამოვთქვამთ აღნიშნულის გამო

Nusagi

საქართველოს ატლანტიკური საბჭო კოპმანია „ორიონ სტრატეჯის“ პრეზიდენტის, რენდი შენემანის განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბათუ ქუთელია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტის განყოფილებაში შეტანილ განცხადებაში საკონტაქტო პირად შეცდომით იყო მითითებული.

“ორიონ სტრატეჯის“ ამაყობს იმით, რომ მუშაობს საქართველოში ნამდვილად პროდასავლური ძალების სახელით, ყურადღებას ამახვილებს ამჟამინდელი მთავრობის დემოკრატიულ უკუსვლაზე, შეუსრულებელ დაპირებებსა და პოლიტიკურ წარუმატებლობებზე, რომლებიც სულ უფრო მეტად აღელვებენ მაღალი თანამდებობის პირებს ვაშინგტონში. საქართველოს ტენდენციებში უკეთ გარკვევაში დასახმარებლად,“ორიონ სტრატეჯისმა“ დაიქირავა ბათუ ქუთელია, რათა მას უსაფრთხოების, ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური განვითარების კვლევა და შეფასება უზრუნველყო. ელჩი ქუთელია არ მონაწილეობს ჩვენი კონსალტინგის პოლიტიკურ საკითხებში, აშშ-ში ჩვენს საქმიანობასა და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ჩვენს მუშაობაში. ბათუ ქუთელიას სახელი შეცდომით, ადმინისტრაციული შეცდომის შედეგად იქნა მითითებული საკონტაქტო პირად “ორიონ სტრატეჯის“ მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტის განყოფილებაში შეტანილ განცხადებაში. მოგვიანებით, აღნიშნული შეცდომა გასწორებული იქნა და ცვლილება უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტის განყოფილებაში ხელახლა შევიდა. “ორიონ სტრატეჯისი“ სინანულს გამოთქვამს შეცდომის გამო”,- წერია განცხადებაში, რომელსაც “საქართველოს ატლანტიკური საბჭო” “ფეისბუქის” გვერდზე ავრცელებს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,365 ნახვა
%d bloggers like this: