საზოგადოება

ოპოზიციის მიერ პარლამენტის პიკეტირება დღეს აღარ მოხდება

Nusagi

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, წუხელ ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის პიკეტირება დღეს აღარ შედგება.

“რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახში ხანძარი გაჩნდა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია. პირველ რიგში მსურს მწუხარება გამოვთქვა ამ ამბის გამო. ეს ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის საზარელი ფაქტია.

მინდა მწუხარება გამოვთქვა და ოჯახის ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო.როგორც მოგეხსენებათ, ხვალ დილის 10:00 საათზე ჩვენ საპროტესტო აქციას ვგეგმავდით, თუმცა ამ ამბავმა მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ 4 თებერვალს ჩანიშნული საპროტესტო ღონისძიება გაგვეუქმებინა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს. მართლაც, რომ საზარელი ამბის მომსწრენი გავხდით”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,912 ნახვა
%d bloggers like this: