სპორტი

მეგობრებო, მადლობა გვერდში დგომისთვის, ნუ მიაქცევთ ყურადღებას უმადურ და გაბოროტებულ ადამიანებს

Nusagi

მინდა მადლობა გითხრათ მეგობრებო გვერდში დგომისთვის. ამასთან ერთად, მინდა გთხოვოთ, არ მიაქციოთ ყურადღება ესეთ უმადურ და გაბოროტებულ ადამიანებს,-ასე ეხმაურება ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის 4-4 გზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დავით ბერძენიშვილის შვილის, ზუკა ბერძენიშვილის პოსტს. 

„ესეთ მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ, მერე შენი ბრალია, ძალადობ ან კუნთებზე იყურები. მინდა მადლობა გითხრათ მეგობრებო გვერდში დგომისთვის. ამასთან ერთად მინდა გთხოვოთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება ესეთ უმადურ და გაბოროტებულ ადამიანებს. მათ სურთ მაგარი ბიჭები გამოჩნდენ და პიარი გაიკეთონ არა ჯანსაღი კრიტიკით“,-წერს ჩემპიონი.

შეგახსენებთ, ზუკა ბერძენიშვილმა, რომელიც მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელია, ლაშა ტალახაძეს პრემიერთან გადაღებული ფოტოს გამო, სიძულვილის შემცველი პოსტით მიმართა და განაცხადა, რომ ტალახაძე ადამიანად არ ვარგა, უზნეოა და სჯობს, ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიოს. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,979 ნახვა
%d bloggers like this: