,,როცა ტრასიდან ლახამულას ფერმაში ადიხარ, ცოტა გეშინია… ოჯახის მამა ზურა ჭკადუა დაგვცინის; ამ საჭეს ხელი რომ გავუშვა, თვითონ ავაო და რამ დაგაფეთათო;
ლახამულაში ჭკადუების ფერმა მზის ერთ-ერთ სხივზეა ჩამოკონწიალებული; ფერმიდან მთელი საქართველო ჩანს – თოვლით დაფარული და ამ თოვლს თუ გაჩხრეკ, არქეოლოგიასავით აღმოაჩენ;
ფერმა ისეთი წკრიალაა, გეგონება უნდა ილოცო;
ირა ანსიანს და ზურაბ ჭკადუას 6 შვილი ჰყავთ და 6 შვილიშვილი <3
სვანური ღუმელი გიზგიზებს და ცომი მოზელილია;
ჯადონურ ყუთში, რომელსაც ირა ჩვენს წინ ხსნის – ნარჩვია განაბული!
დიდება უფალო შენ – რომ წინარე სვანს (ნეოლითში) გზა მიასწავლე ლახამულამდე
ნარჩვი? დიახ, ნარჩვი ყველია!!!! ეს ყველი ირა ანსიანის ხელით მზადდება და ანა მიქაძისგან მთელმა საქართველომ გაიგო <3
ირამ ანას წლების წინ დაურეკა და მას შემდეგ – ნარჩვი გადარჩა!
ნარჩვი ყუთში მწიფდება. კარაქივის სისქე აქვს და ნაღების გემო.
ნარჩვის ყუთი ძეგლს ჰგავს – სვანური ფერმერების ფანტაზიაში როგორც ჩანს ეს ყუთი რაღაცნაირად კოშკის არქიტექტურას იმეორებს!!!!
ნარჩვით ირა ანსიანმა ხაჭაპურები გამოაცხო; სვანური პური გულიანი – ჭლაკვით და ჰქვია ჭლაკვიანები;
ჭლაკვი მწვანე ხახვის ვერსიაა!!! თოვლქვეშ ასე ხასხასად ძლებს, ყინვას უძლებს;
ირამ ბოსტანში თოვლი გადაქექა და ჭლაკვი დაკრიფა; მერე ნარჩვში დაჭრილი ჭლაკვი აურია და ცომის გუნდაში ჩაფლა;
გახურებულ „ფეჩზე“ 2-3 წუთი თითო გვერდი გაამაგრა და მერე ღუმელში შედგა;
ჭლაკვიანებიიიიიიიიიიიიი ნარჩვით – ესაა სამყაროს გემოვნების მწვერვალი, ამ მწვერვალიდან და ჭკადუების ფერმიდან მზის სხივზე ახოხდები და იქ ხარ, საიდანაც შენს სასაცილო, ჭირვეულ თავს დაინახავ და მიხვდები – რომ სულ ტყუილად ნერვიულობ;
მერე უკვე მანქანაში,უკანა გზაზე ფიქრობ: ჯერ არ დაწერილი წიგნების და ჯერ არ ნანახი სიზმრების საძებნელად სვანეთში უნდა წახვიდე;
პ.ს. ფერმიდან ისე ჩანს თითქოს გარეთ რძე თოვს და ამ თოვლიან რძეში ჭრელი კაბით ბედნიერი ბავშვივით გუნდაობს ანა მიქაძე:
დიდი მადლობა ტურიზმის დეპარტამენტს და გასტრონომიის ასოციაციას „გასტრონომიული მუზეუმის“ სახელით!!!



