საზოგადოება

რომან კაკულია-„დარეკე რა თუ შეიძლება, რომ ყურადღება მომაქციონ“?-რომან კაკულია

Nusagi

რას აკეთებთ იმისთვის, რათა საავადმყოფოებში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პაციენტების მოთხოვნა – „დარეკე რა თუ შეიძლება, რომ ყურადღება მომაქციონ“? – აღნიშნული კითხვით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მისულ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მიმართა.

 რომან კაკულია დაინტერესდა, კეთდება თუ არა რამე პაციენტისადმი დამოკიდებულების სტანდარტის შესაქმნელად.

„რას აკეთებთ თქვენ იმისთვის, რომ საავადმყოფოებში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პაციენტების მოთხოვნა – „დარეკე რა თუ შეიძლება, რომ ყურადღება მომაქციონ.“ ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი ჩემთვისაც, როდესაც მაწუხებს ვიღაც.

მესმის ახლა იქ ხელფასის ნაკლებობა და ძალიან ბევრი თემაა, მაგრამ თუ აკეთებთ რამეს იმისთვის, რომ პაციენტისადმი დამოკიდებულების სტანდარტი და ადამიანური დამოკიდებულების რაღაც სტანდარტი შეიქმნას და ასეთი დარეკვის, ნაცნობობის თემა დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში, რომ ეს იმის ნათესავია და ეს იმის ახლობელია და მიმიხედე თუ შეიძლება“, – განაცხადა რომან კაკულია.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,043 ნახვა
%d bloggers like this: