უცხოური მედია

უხანში 10 დღეში აშენებულმა საავადმყოფომ პირველი პაციენტი მიიღო

Nusagi

ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც კორონავირუსი პირველად გავრცელდა, ახალი საავადმყოფო გაიხსნა, რომლის მშენებლობაც 10 დღის წინ დაიწყო. საავადმყოფო 1000 პაციენტზეა გათვლილი. მშენებლობისთვის მოდულის კონსტრუქციები გამოიყენეს. 

უხანში ამავე პრინციპით კიდევ ერთი საავადმყოფო შენდება, რომელმაც პირველი პაციენტები რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს. 

ბოლო მონაცემებით, საშიშმა დაავადებამ ჩინეთში 425 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 20 000-ს აღემატება. მათგან 2788 მათგანის მდგომარეობა მძიმეა, 632 პაციენტი კი განიკურნა და საავადმყოფოდან გაწერეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია 3235 ახალი შემთხვევა. 17 1300 ადამიანი კი, ვინც ინფიცირებულებთან კონტაქტში იმყოფებოდა, ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,903 ნახვა
%d bloggers like this: