Uncategorized

ინფექციურ საავადმყოფოში შემოყვანილ ჩინელ მამაკაცს მწვავე რესპირატორული ინფექცია აქვს და არსებობს ალბათობა, რომ ინფიცირებული იყოს კორონავირუსით

Nusagi

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინეთიდან ჩამოსული მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, დამაკმაყოფილებელია, თუმცა მას ვირუსისთვის დამახასიათებელი ყველა ჩივილი აქვს.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სავარაუდოა, რომ პაციენტს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია არ აქვს, თუმცა ზუსტი დასკვნა ანალიზების პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.

„ახლახანს, ერთი საათიც არ არის ახალგაზრდა მამაკაცი ეროვნებით ჩინელი შემოიყვანეს, რომელმაც პეკინი 27 იანვარს დატოვა, როგორც ვიცი, შემდეგ ორი დღე იყო ყაზახეთში, შემდეგ გუდაურში, იყო ბაკურიანში და 4 თებერვალს აღენიშნა ტემპერატურის მომატება, როგორც თვითონ გადმოგვცემს 38 გრადუსზე მეტი. ჰქონდა ხველა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, შემდეგ მიმართა საელჩოს და ონლაინ ჩინელ ექიმებთან იტარებდა კონსულტაციას, რომელთაც დაუნიშნეს ანტიბიოტიკი და კიდევ რაღაც მედიკამენტი, რომელსაც წარწერები ჩინურად აქვს და ჯერ არ ვიცით, რა არის, მაგრამ მდგომარეობა გაუარესდა 4 თებერვლის შემდეგ და აღარ დაკმაყოფილდა ონლაინ კონსულტაციით ჩინელებთან და შემოვიდა ჩვენთან“,-აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, პაციენტს ცალსახად აქვს მწვავე რესპირატორული ინფექცია და არის ჩამოსული პეკინიდან, არსებობს ალბათობა, რომ ის იყოს ინფიცირებული ახალი კორონავირუსით.

„ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ყველა ჩივილები აქვს. ტემპერატურა ამჟამად 37.5 გრადუსი აქვს, მაგრამ ადრე ჰქონდა 38 როგორც თვითონ ამბობს. იმის გათვალისწინებით, რომ მას ცალსახად აქვს მწვავე რესპირატორული ინფექცია და არის ჩამოსული პეკინიდან არსებობს ალბათობა, რომ ის იყოს ინფიცირებული ახალი კორონავირუსით, თუმცა ამის მყარი არგუმენტები და კლინიკური ნიშნები ჯერ არ გვაქვს. ახლა პაციენტს გაუკეთებენ რენდგენოლოგიურ გამოკვლევას, ასევე აღებულია ხახის ნაცხი და გაუკეთებენ გრიპზე გამოკვლევას, იქნებ ჩვეულებრივი გრიპი აქვს, იმიტომ რომ გრიპს ჰგავს ძალიან. გაუკეთებენ ასევე სისხლის ანალიზს. ამ საღამოს, უკვე 8 საათისთვის ეს ყველაფერი გვეცოდინება და უფრო დამაჯერებელ პასუხს გაგცემთ, ხვალ იქნება უკვე ანალიზის პასუხი კორონავირუსის ინფექციაზე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაშიც არ არის ახალი კორონავირუსით ინფექცია, არის სხვა რესპირატორული ვირუსი, თუმცა ეს შეთხვევა მაინც განიხილება, როგორც შესაძლო შემთხვევა და ლაბორატორიული ანალიზის პასუხის მიღებამდე დარჩება ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ. დაახლოებით 28-29 წლის ახალგაზრდა მამაკაცია. მის თანმხლებ პირს არაფერი არ აქვს “,- განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც ასევე დაკვირვების ქვეშ იმყოფება, ცერცვაძემ განაცხადა, რომ მას მაღალი ტემპერატურა არ აქვს და არც ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნება.

„აქამდე, რაც პაციენტი შემოსულა მათ არაფერი ჰქონდათ – არც პნევმონია, არც ხველა არც ტემპერატურის მატება, არც სხვა კლინიკური გამოვლინებები და მათი ერთადერთი რისკის ფაქტორი იყო ის, რომ ყველა ჩამოსული იყო ჩინეთიდან.

ქალბატონი, რომელიც დღეს შემოვიდა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას არ აღენიშნება რაიმე ისეთი ნიშნები. მისი ლაბორატორიული პასუხიც კორონავირუსზე, იქნება ხვალ, მაგრამ ამ ქალბატონთან დიდი ალბათობით არაფერი არ არის. ტემპერატურა აღენიშნებოდა დაბალი, 37.3 გრადუსი “,- განაცხადა ცერცვაძემ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,348 ნახვა
%d bloggers like this: