ჯანდაცვა

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის გავრცელების კუთხით საქართველო კვლავ დაბალი რისკის ზონაშია

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ის ღონისძიებები რაც საქართველოში ტარდება, სრულ შესაბამისობაშია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციასთან.

“ამ ეტაპზე ჯერჯერობით ჩვენ ისევ დაბალი რისკის ქვეყანად ვართ მიჩნეული. იმიტომ რომ  ამ ეტაპისთვის, ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსული ინფექციის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა. იცით, რომ საქართველოში გასული ორშაბათიდან ადგილზე დავსვათ სრულად დიაგნოზი. ვგულისხმობ, დავადასტუროთ შემთხვევა. ქვეყანაში დღემდე ჩატარებულია 12- მდე ანალიზი. მარაგი ქვეყანაში საკმაოდ არის შექმნილი. იცით, რომ ჩვენი პარტნიორი გერმანია დაგვეხმარა, ახლა არის საშუალება, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მივიღოთ, ასევე ინგლისიდან შევიძინეთ შესაბამისი ნაკრები. ასე, რომ ქვეყანაში სრული მზადყოფნაა ამ თვალსაზრისით”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,433 ნახვა
%d bloggers like this: