საზოგადოება

ბიჭს, რომელმაც ძაღლი თავისი სვიტერით გაათბო, სწავლას დაუფინანსებენ

Nusagi

ნიკუშა მელნიკოვს, რომელმაც ერთი თვის წინ თავისი  სვიტერი ძაღლს დაუთმო, ქუთაისი უნივერსიტეტი სწავლას დაუფინანსებს. ინფორმაციას „ქუთაისიპოსტ“ ავრცელებს.
ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ნიკუშა მელნიკოვს ვეტერინარობის სპეციალობაზე სწავლა ევროპის უნივერსიტეტში 50%-ინი დაფინანსებით შესთავაზა. 

ახალგაზრდამ თავის მომავალ პროფესიაზე ქუთაისიპოსტთან ისაუბრა. ნიკუშას თქმით, ვეტერინარობაზე ოცნებობდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, სწავლას ვერ ახერხებდა.

მოზარდმა ყურადღება  მას შემდეგ მიიქცია, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც მან მიუსაფარ ძაღლს სვიტერი დაუთმო.
ნიკა, ამბობს, მისთვის სწავლის დაფინანსების შეთავაზება მოულოდნელი არის და აუცილებლად გამოიყენებს ამ შესაძლებლობას. 

“ეს არის სიურპრიზი, რომელმაც მოულოდნელად შეცვალა ჩემი ცხოვრება. თავდაპოირევალდ სიხარულისგან გავჩუმდი  და უცნაურად ვუყურებდი მათ. რა თქმა უნდა, ვისარგებლებ ამ შანსით და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავამართლო ყველას იმედი და შესაძლოა ისიც, რომ საკუთარი კლინიკაც გავხსნა თავშესაფართან ერთად, სადაც ცხოველები უსაფრთხოდ იქნებიან და არ იგრძნობენ თავს იმ ადამიანების მიერ დაჩაგრულად რომლებმაც მიატოვეს. მინდა მადლობა გადავუხადო ქუთაისის უნივერსიტეტს, ძალიან დიდი საჩუქარია და თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ ძაღლის დახმარების გამო ამხელა საჩუქარი რომ გამიკეთეს. ეს ყველაფერი, ქუთაისიპოსტის დამსახურებაცაა”, – ამბობს ნიკა მელნიკოვი. 

ქუთაისის უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ მისი სწავლის  დაფინანსების სურვილი  ნიკუშას ვიდეოს ნახვის შემდეგ  გაუჩნდათ. 

“ჩვენ ევროპის უნივერსიტეტში  ნიკუას სწავლის ღირებულების 50% -ს გადავიხდით”, – ამბობს ქუთაისის უნივერსიტეტის    საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, გაგა ჩიხლაძე. 

22 წლის ნიკა მელნიკო სენაკიდანაა. უკვე მეოთხე  თვეა ოჯახთან ერთად ქუთაისში ცხოვრობს და ამჟამად სუპერმარკეტში მუშაობს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,327 ნახვა
%d bloggers like this: