უცხოური მედია

ტაილანდში ჯარისკაცი, რომელმაც მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, სამართალდამცველებმა მოკლეს

Nusagi

ტაილანდელი ჯარისკაცი, რომელმაც მშვიდოაბიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, სამართალდამცველებმა მოკლეს. ბოლო მონაცემებით, თავდამსხმელმა 21 ადამიანი მოკლა, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 10 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

დაღუპულთა შორის არიან ექიმი, რომელიც დაჭრილს ეხმარებოდა და ერთი პოლიციელი.

32 წლის სერჟანტმა ჯაკრაპანტ ტომამ სამხედრო ნაწილში, სადაც ის მსახურობდა, თავდაპირველად თავისი უფროსი და ორი ჯარისკაცი მოკლა, შემდეგ კი, საწყობიდან იარაღი მოიპარა და ქალაქში, სავაჭრო ცენტრისკენ გაემართა.

წინასწარი ინფორმაციით, მას უფროსთან ფინანსებთან დაკავშირებული კონფლიქტი ჰქონდა.

სავაჭრო ცენტრში თავდამსხმელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სელფებს ათავსებდა. შენობაში, რომელიც სამართალდამცველებით იყო გარშემორტყმული, ტომა 14 საათის განმავლობაში იმალებოდა. პერიოდულად, სელფებსა და პოსტებს აქვეყნებდა. „ჩავბარდე?“ კითხულობდა ის. საბოლოოდ კი, ასეთი პოსტი განათავსა: „ძალიან დავიღალე, ბოლოს მაინც ყველა კვდება“.

ტაილანდის შს მინისტრის განცხადებით, სერჟანტის ქცევის ზუსტი მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია. „ალბათ გაგიჟდა“ ,-განაცხადა მან ბრიფინგზე.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,919 ნახვა
%d bloggers like this: