საზოგადოება

კახა კალაძე უგულავას დაპატიმრებაზე: ადამიანურად არ მიხარია

Nusagi

თბილისის მერი კახა კალაძე, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ადამიანურად ეს მისთვის სასიხარულო არ ყოფილა.

“საარჩევნო წელი არაფერ შუაშია. თუ ადამიანს აქვს დანმაშაული, შესაბამისად, კანონის ფარგლებში, უწევს პასუხისმგებლობა. ადამიანურად, რატომ უნდა გამიხარდეს, ვიღაცის დაჭერა ან ციხეში შესვლა? ადამიანურად არ მიხარია. მაგრამ ჩვენ ვიცით, რა დანაშაულთან არის საქმე და ისიც არასწორი ინფორმაციაა თითქოს ორჯერ გასამართლდა ერთიდაიმავე საქმეზე. ეს არ არის სწორი და არ მინდა საზოგადოება შევიყვანოთ შეცდომაში”,- განაცხადა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, საქმე დახურული არ იყო და სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,793 ნახვა
%d bloggers like this: